უკრაინას ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება უნდა

AutoSharing Option
რუსეთმა გუშინ ევროპის 2028 ან 2032 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე შეიტანა განაცხადი, რაც არსებულ ვითარებაში სრული აბსურდია. უეფა ამ საკითხის განხილვასაც არ აპირებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა წინადადება წამოაყენა, ევრო 2028 უკრაინაში გაიმართოს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ გააკეთა:

"ახლა მთელი მსოფლიო უკრაინასთანაა. ჩვენ ვგრძნობთ საფეხბურთო და სპორტულ სფეროში, რომ ევროპის ქვეყნები, უეფა და ფიფა გვერდში გვიდგანან. ისინი ჰუმანიტარულადაც გვეხმარებიან და რუსი სპორტსმენების, კლუბებისა და ნაკრებების მოკვეთითაც. უკრაინის გარშემო ასეთი ერთობა ჩვენ რუსული ფაშიზმის დამარცხებაში დაგვეხმარება.

გვეყოფა კი 6 წელი ევრო 2028-ისთვის მოსამზადებლად? მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფრის ორგანიზებას შევძლებთ. რატომ არ უნდა შევიტანოთ განაცხადი მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვაზე, ევრო ჩვენთან უკვე იყო. ალბათ, უკეთესი იქნება, მუნდიალის ჩატარების უფლების მოპოვებისთვის ვიბრძოლოთ. მით უმეტეს, უკრაინის გარშემო ჩვენ მთელი მსოფლიო გავაერთიანეთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული