ფინალისიმა 2022. არგენტინამ იტალია გაანადგურა - წინ კატარია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონში ფინალისიმა 2022-ის მატჩში ერთმანეთს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები - იტალია და არგენტინა დაუპირისპირდნენ. ფინალთა ფინალში არგენტინამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 3:0.

გოლები მარტინესმა, დი მარიამ და დიბალამ გაიტანეს. ორი საგოლე გადაცემა მესიმ გააკეთა, ერთი კი - მარტინესმა.

არგენტინა ზედიზედ 32 მატჩში დაუმარცხებელია (22 მოგება და 10 ფრე) და თავისი რეკორდი გააუმჯობესა. ამ 32 შეხვედრიდან სკალონის გუნდმა 14-ში კარი მშრალად შეინახა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მესიმ კარიერაში მე-40 ტიტული მოიპოვა - ეროვნულ გუნდში მე-2 - წინ კატარის მსოფლიოს
ჩემპიონატია.

ლონდონი. „უემბლი“
იტალია - არგენტინა 0:3
გოლები: 0:1 მარტინესი (28), 0:2 დი მარია (45+1), 0:3 დიბალა (90+4)

მკითხველის კომენტარები / 26 /
მანჩინი სასწრაფოდ გასაშვებია ნაკრებიდან, თორემ "სკუადრა აძურას" რეგრესი მერე ნახე.
ირაკლი
02 ივნისი 2022 13:25
0
იტალიის ნაკრები,ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატებზე იყო ხოლმე ორიენტირებული.იქ გამოსასვლელად ემზადებოდა ნაკრები, 4 წლის განმავლობაში.ახლა ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ პიკზე და დაღმასვლა ბუნებრივია.ამ დაღმა სვლაში ჩემი აზრით გადამწყვეტი წვლილი,ნაკრებიდან ცენტრალური მცველების წასვლამ გამოიწვია.ისეთი ტიპის მცველები,როგორებიც ბონუჩი და კიელინი იყვნენ,დღეს აღარ ჩანან იტალიურ ფეხბურთში.აუცილებელი იქნება დაცვის სისტემის შეცვლა,ამას კი დანაკარგების გარეშე ვერ მიაღწევენ.რაც მალე გამონახავენ სასურველ კადრებს და დაცვის სისტემას,მით მალე დაიბრუნებენ ადგილს, უძლიერესებში.
სულ მესიზე ვლაპარაკობთ,მაგრამ მის ჩრდილში თითქოს არ ჩანდა ანხელ დი მარია.არადა ამ თამაშშიც შესანიშნავი გოლი შეაგდო.მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელია.
სოსო
02 ივნისი 2022 15:42
1
დაუჯერე ბენზემას, კარგად თქვა თქვენზე - მესის ვინც აკრიტიკებს ფეხბურთის არაფერი გაეგებაო. არაუშავს ეს გამოსწორებადია, ფეხბურთ უფრო ხშირად უყურე და ნელნელა გაიგებ და შეისწავლი...
ფეხბურთის ფანი
02 ივნისი 2022 17:04
1
ოლიმპიადაც მოიგო მესიმ, კლასებს შორის ჩემპიონატიც და უბნელებს შორის ტურნირიც.მართლა სექტა ხართ რა.
zaza
02 ივნისი 2022 10:10
16
და, შენ რატომ ნერვიულობ? გაუფრთხილდი ნერვებს, ემანდ გულის შეტევა არ დაგემართოს ბიჭოოო?
ზაზავიჩსს
02 ივნისი 2022 10:37
3
რა სასაცილოები ხართ მესისტები.ამხანაგურ თამაშებში და სუსტ გუნდებთან თუ ითამაშებს თორემ პრინციპულ თამაშებში უკვე 5 წელია სუფთა "ლობიოა".მსოფლიოზე მერვედფინალს ვერ გაცდებიან.
haha
02 ივნისი 2022 15:02
16
ფეხბურთი თუ გიყვარს,როგორ შეიძლება მესის თამაში არ მოგწონდეს,ჩემი აზრით მესისტია ყველა ვისაც ფეხბურთი უყვარს,უბრალოდ ზოგიერთი საკუთარ სიამაყეს ვერ სძლევს და ამას არ აღიარებს
საქართველო
02 ივნისი 2022 17:49
1
ამხაგანრუ თამაშებში და სუსტ გუნდებთანო წერს თამაშზე რომელიც ჩემპიონებს შორის ჩემპიონების გამოვლენისთვის გაიმართა, ევროპის ჩემპიონ იტალიასთან. ლოოოოოოოოლ, სუბიექტური მესმის მაგრამ სინდისი და ნამუსიც გააყოლე ობიექტურობას? (ქართულ პოლიტიკაში გაქაჩავდი ისე რო წალსულიყავი :))))))) )
ზიზუ
02 ივნისი 2022 15:48
1
ყველა გამოხმაურება
მესი მაგარია მაგრამ მე მაინც იტალიას ვნალეშიკობდი. ევროპაა და იმიტომ.
მორიელი
02 ივნისი 2022 11:11
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული