"რუსები განსაკუთრებულნი არ ვართ, პუტინმა ყველაფერი და მომავალი წაგვართვა" - კარპოვა რუსულ აგრესიასა და ომზე საუბრობს

AutoSharing Option
რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებისა და "ესპანიოლის" ფორვარდმა ნადეჟდა კარპოვამ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე, აგრესიაზე, ომზე და პროპაგანდაზე ისაუბრა. 

"რუსული პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს რუსები, რომ ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ და მთელი მსოფლიო ჩვენსა და ჩვენი "უნიკალური მისიის" წინააღმდეგაა. რა მისიაზეა საუბარი?

არ მგონია, რუსები განსაკუთრებულნი იყვნენ. ამასთან, მე არ მრცხვენია, რომ რუსი ვარ, რადგან რუსეთი მხოლოდ მთავრობა და ვლადიმერ პუტინი არ არის.

მან ყველაფერი წაგვართვა, ჩვენი მომავალი წაგვართვა. ეს გაკეთდა ჩვენი ფარული თანხმობით. მთავრობას დიდი წინააღმდეგობა არ ჰქონია. ადამიანების უმეტესობა უბრალოდ თვალს
ხუჭავდა უსამართლობაზე, ფიქრობდა, რომ ეს მათი საქმე არ იყო.

ეს ადამიანები, რომლებიც ამართლებენ ომს, პროპაგანდის ტყვეები არიან. ვწუხვარ მათზე. მე მჯერა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი ამისგან გავათავისუფლოთ.

როდესაც პირველად შევხვდი უკრაინელ თამილა ხიმიჩს, მან შეშინებულმა შემომხედა. თითქოს არ იცოდა, ვიყავი თუ არა "ომის მომხრე" და ვთვლი თუ არა უკრაინელებს მტრად. ტირილი მინდოდა.

მის ოჯახსა და მეგობრებზე ვფიქრობდი. ეს ისეთი საშინელი გრძნობა იყო, იმის გაცნობიერება, რომ მას შეეძლო საყვარელი ადამიანების დაკარგვა. მე ჯერ კიდევ არ შემიძლია ხანდახან დავიჯერო, რომ ეს რეალურად ხდება", - ამბობს კარპოვა.

მომზადებულია sport.segodnya.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
სასიამოვნოა ადეკვატური რუსების მოსმენა, ჯოჯოხეთშიც არის სინათლის სხივი!
3
მალადეც კარპოვა!!!
რუსულ კარაბლს რა?
17:10 07-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული