გერმანია სახლში ინგლისთან ფრეს დასჯერდა - 1:1. მასპინძლები შესვენების შემდეგ ჰოფმანმა დააწინაურა. სტუმრებმა, რომელთა თამაში შეცვლაზე შესულმა გრილიშმა გაამწვავა, საპასუხო იერიშებით უპასუხეს და ჩინებული მომენტი ჰქონდათ, მაგრამ პირისპირ გასულ კეინს გატანა ნოიერმა არ დაანება. მერე კეინი საჯარიმოში შლოტერბეკმა წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა (ეროვნულ გუნდში 50-ე გოლი გაიტანა) და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
მიუნხენი. „ალიანც არენა“. 66 289 მაყურებელი
გერმანია - ინგლისი 1:1
გოლები: 1:0 ჰოფმანი (50), 1:1 კეინი
(88, პენ)
ჩეზენა. „დინო მანუცი“. 14 942 მაყურებელი
იტალია - უნგრეთი 2:1
გოლები: 1:0 ბარელა (30), 2:0 პელეგრინი (45), 2:1 მანჩინი (61, საკ. კარში)
11 ივნისს უნგრეთი გერმანიას, ინგლისი კი იტალიას უმასპინძლებს.