საფრანგეთი შეიძლება ერთა ლიგაზე B დივიზიონში საქართველოსთან ერთად აღმოჩნდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფში საფრანგეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ხორვატიასთან 0:1 დამარცხდა. გოლი მე-5 წუთზე პენალტით მოდრიჩმა გაიტანა.

ხორვატიამ ისტორიაში პირველად მოუგო საფრანგეთს - აქამდე 6 მატჩი ჰქონდა წაგებული, 3-ჯერ კი ფრეს მიაღწია.

საფრანგეთი ზედიზედ მეორედ ვეღარ მოიგებს ტურნირს და თუ 22 სექტემბერს ავსტრიასთან დამარცხდა, შეიძლება B დივიზიონში დაქვეითდეს, სადაც დაწინაურების კარგი შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს აქვს.

ამავე ჯგუფში დანიამ სახლში ვინდისა და ოლსენის გოლებით ავსტრიას 2:0 სძლია.

4 ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერი დანიაა, 7 ქულით მეორე ადგილზე
ხორვატიაა, 4 ქულით მესამეზე ავსტრიაა, ხოლო 2 ქულით აუტსაიდერი საფრანგეთია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხო და ჩვენ ისეთი ბედი გვაქვს ჩვენთან მოხვდება უეჭველი :) :) :) ჯგუფში
გიორგი
08:23 14-06-2022
1
მოხვდება და გავაფარჩაკებთ კიდეც, ვერ ნახეთ გიბრარტარის ნაკრებს როგორ გადაურბინეთ? ბულგარეთის ნაკრებთან [მართალია შესუსტებული შემადგენლობით] უდიდესი უპირატესობა გქონდა, ბოლოს და ბოლოს 10 კუთხური ჩამოვაწოდეთ. პლიუს ახალი ფორმები, ახალი დროშები და........კვარა, ლობჯანიძე, ბუდუ..ხო.. კიდევ .. კვეკვე და კაშია....ასეთი დონის იგროკები საფრანგეთის ნაკრებს არ დაესიზმრება...ასე რომ გამოუშვით!!!
შულაია
11:45 14-06-2022
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული