დიდი ალბათობით, თავდამსხმელი ლუის სუარესი კარიერას არგენტინაში გააგრძელებს.
რადიო "მიტრეს" ცნობით, 35 წლის სუარესმა "რივერ პლეიტთან" შეთანხმებას მიაღწია და მომავალ უქმეებზე კონტრაქტის გასაფორმებლად ბუენოს-აირესში გაემგზავრება.
სუარესმა "ატლეტიკო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და იმისათვის, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ფორმაში იყოს, სტაბილურად თამაში სჭირდება.
გასულ სეზონში ლა ლიგის 35 მატჩში მან 11 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.