"როდესაც ვთამაშობ, ჩემს სამშობლოში ყველა ისვენებს" - სადიო მანე

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა სადიო მანემ სამშობლოში მისი პოპულარობის შესახებ ისაუბრა.

"როდესაც ვთამაშობ, სენეგალში არავინ მუშაობს, ეს დღე შვებულებასავითაა, ტელევიზორში ყველა ჩემს თამაშს უყურებს. სიტუაცია არც ახლა შეიცვლება, როდესაც მოედანზე "ბაიერნის" ფორმით გავალ მთელი ქვეყანა მიგულშემატკივრებს" - განაცხადა მანემ

შეგახსენებთ შემტევი "რეკორდმაისტერმა" რამდენიმე დღის წინ "ლივერპულიდან" 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მანეს სქაუზერთა რიგებში 259 მატჩში 120 გოლი და 48 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მანე არის თავმდაბალი და გულუხვი ბიჭი.იგი მუდმივად ეხმარება თავის სოფელს.ძალიან ბევრი რამ გაუკეთა მათ და ამიტომ უყვართ და არა იმისათვის რომ სოფლელი ბიჭია და ბევრს მიაღწია.თავისი შემოსავლის ნახევარს სოფელს ახარჯავს.
status quo
25 ივნისი 2022 18:26
1
მსგავსი რამ რონალდუს რომ ეთქვა იმდენი დაუწყებდა ამპარტავანის ძახილს. არადა მასაც რთული ბავშვობა ქონდა
Dima
25 ივნისი 2022 18:17
6
მისი ბიოგრაფია ვინც იცის, შეუძლებელია არ დააფასო და პატივი არ სცე მანეს. კაცი სენეგალის სოფელში დაიბადა და რამდენს მიაღწია. ის არაა ემიგრანტი რომლებმაც კარგ და განვითარებული ქვეყნების საფეხბურთო სკოლებში დაიწყეს კარიერა და არ კარგავენ თავიანთ ფესვებს და გამოდიან თავიანთ აფრიკულ ნაკრებებში. ის დაიბადა სენეგალის სოფელში და რა გზა განვლო და რას მიაღწია, შედეგები სახეზეა, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. იქ უყვართ ფეხბურთი და არ მიკვირს რო მთელი ერი მოუთმენლად ელის მის თამაშს, მან ეს შეძლო და მოახდინა სასწაული სენეგალელმა ბიჭმა და მისცა მაგალითი მსოფლიოს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ისეთებს რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებიან. ამიტომაც ელოდება მთელი ერი მის თამაშებს და ზეიმობს და ამაყობს მისით რომელმაც მოახდინა სასწაული, რომელიც დაიწყო სენეგალის სოფლიდან!
ირაკლი
25 ივნისი 2022 17:26
1
მანეს და სალაჰის წასვლა დიდად დააზარალებს ლივერპულს,ძნელია მათ შემცვლელი მოუძებნო!
ბაში აჩუკი
25 ივნისი 2022 17:13
1
როგორ თავში ავარდნილი ქონია პოპულარობა, ზედმეტი მოსდის
***
25 ივნისი 2022 16:03
11
ne zvizdi
duscatto
26 ივნისი 2022 04:26
3
ბარემ ეროვნულ დღესასწავულად გამოაცხადე შენი თამაში და მერე კულტსაც აღგიმართავენ
Dima
25 ივნისი 2022 14:25
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული