ტიტე: ვირია, ვინც ნეიმარს ფლანგზე აყენებს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ის პრობლემა კი არა, პრობლემის გადამჭრელია. ხანდახან ამბობენ, რომ მოედნის ცენტრში სერიოზულ შეცდომებს დაუშვებს. მისი პოზიცია ბევრი შეცდომის დაშვებას აიძულებს. მას გადამწყვეტი წვლილი შეაქვს მაშინ, როდესაც შემოქმედებითად თამაშობს.

იმ მწვრთნელს ვირს ვუწოდებ, რომელიც ნეიმარს ფლანგზე აყენებს. ასეთი უნარების მქონე ფეხბურთელს ეს შემოქმედებით შესაძლებლობებს ძალიან უზღუდავს. შემოქმედებითობა მუდმივი არაა, ეს შემთხვევითობაა, ეს გარემოებებია. დიახ, ის უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს, რადგან ამას მისი შემოქმედებითი შესაძლებლობები და პოზიცია მოითხოვს, სადაც თამაშობს", - განუცხადა ტიტემ
Sexta Estrela-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ე პროფესორები სადა ხართ მოა*ვით ერთი აქ კომენტარები გააკეთეთ
0

სიახლეები პოპულარული