"მოსკოვი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და მადრიდსაც სჯობს; მინდა, იქ ჩავიდე და..." - ემანუელ ადებაიორი

AutoSharing Option
RB Sport-თან საუბარში ტოგოელმა ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა მოსკოვის შესახებ ისაუბრა. აფრიკელი მიიჩნევს, რომ რუსეთის დედაქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

"მოსკოვში ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი. მახსოვს, იქ ერთხელ "სპარტაკთან" სათამაშოდ ჩავედით. მსოფლიოს არაერთ ქალაქში ვარ ნამყოფი და მიცხოვრია, თუმცა მოსკოვი მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.

მადრიდი? - ძალიან მშვიდი ქალაქია. ჩემი აზრით, მოსკოვი მადრიდზე უკეთესია. ესპანეთში ღამით სძინავთ, მოსკოვში კი გართობა და დროსტარება მიდის.

ჩემი გეგმა სწორედ მოსკოვში კარგი გართობა და დროსტარებაა. მინდა დალევა, კარგი კერძების დაგემოვნება და შოპინგი, რაც მე
ძალიან მიყვარს", - ამბობს ადებაიორი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვისაც არ მოუსმენია თუ რა არის "შოკოლადნი ზაიაც"
https://www.youtube.com/watch?v=mU8r_b5C_OA
:)
საბა
08:11 01-07-2022
0
ამას სულ გაუფრენია... ახლა რომ მოსკოვში იშოპინგებს, ისე იშოპინგოს ჩვენმა მტერმა.
მოსკოვის დათუნია
02:00 01-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული