რუსებისა და სერბების ძმობისა და მეგობრობის მტკიცება სოჭში - როგორ ჩაიარა "ზენიტისა" და "ცრვენა ზვეზდას" მატჩმა

AutoSharing Option
"ზენიტმა" და "ცრვენა ზვეზდამ" გუშინ სოჭში ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს, სადაც რუსებმა და სერბებმა ერთმანეთის მიმართ სიყვარული კვლავ ღიად დააფიქსირეს.

სანქტპეტერბურგელთა გულშემატკივარმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა, რომელზეც ეწერა:

"რუსები და სერბები სამუდამოდ ძმები არიან". 

რუსებს სიყვარულის მტკიცებაში არც სერბები ჩამორჩნენ და "ცრვენა ზვეზდას" გენერალურმა დირექტორმა ზვეზდან ტერზიჩმა შემდეგი თქვა:

"მიხარია რუსეთში ყოფნა, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა. რუსეთი ჩვენი უფროსი ძმაა. მოხარული ვართ, რომ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით.

ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნების გულშემატკივრების სიამოვნებისთვისაა. "ზენიტი" და "ცრვენა ზვეზდა" ორი დიდი გუნდია და ისინი
თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები არიან.

გვინდა ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე ავიყვანოთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამას შევძლებთ", - თქვა ტერზიჩმა. 

აქვე გეტყვით, რომ მატჩი "ზენიტის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.


მკითხველის კომენტარები / 34 /
უეფას ქარაქუცა დედა ვატირე,თორე მაგ ცრვენა ზვეზდას უნდა დაადოს სანქციები წესით,მაგ ჩასვლის გამო
კახა ქ.
07:38 09-06-2023
0
სიგლახეში ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან.

ყველა ცივილიზებული ქვეყანა მიხვდა, რომ მეზობლების სისხლი არ უნდა სვა, ამ ორის გარდა. ერთს გაუკეთა უკვე ამერიკამ, იმედია მეორესაც მალე მიართმევს.
oceola
13:27 05-07-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული