ვლადიმერ ვაისმა თავისი კლუბი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" შეადარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად "სლოვანის" თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა თავისი კლუბი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" შეადარა.

"ჩემი "სლოვანი" სლოვაკური "ზენიტია". ჩვენ გვაქვს საუკეთესო პირობები, ჩვენს ქვეყანაში გვყავს საუკეთესო შემადგენლობა და ახალი საუკეთესო სტადიონი.

ყოველ წელიწადს მიზანი უცვლელია, რომ გავხდეთ ჩემპიონები და მოვიპოვოთ ქვეყნის თასი, რომელსაც გასულ წელს ვერ დავეუფლეთ.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზანი ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა", - თქვა ვაისმა. 

alt"სლოვანი" დებიუტანტთან" დამარცხდა - ვაისი პრესკონფერენციაზე არ მივიდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მეორე ქეცბაიაა D ხანდახან ისეთ რამეს დააბრეხვებს გაგეცინება DD ზენიტი საერთოდ რა შუაშია ? თქვ შე დალოცვილო ბავარია მილანი იუვეეეე PPPP
zura222
15:44 17-07-2022
6

სიახლეები პოპულარული