22 წლის ნახევარმცველი რიკი პუჩი "ბარსელონადან" "ლოს-ანჯელეს გელექსიში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური კლუბი საიტით ავრცელებს.
"ბარსელონას" კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება, აგრეთვე, შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან თანხის 50%-ს მიიღებს.
პუჩი "ბარსას" აკადემიის აღზრდილია, პირველ გუნდში პირველად 2018 წელს ითამაშა, გასულ სეზონში კი ლა ლიგის 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა.