ლტოლვილობიდან სარეკორდო ტრანსფერამდე - ალექსანდერ ისაკის გზა პრემიერლიგამდე

AutoSharing Option
"ნიუკასლის" 22 წლის ახალწვეული და შვედეთის ნაკრების გამორჩეული მოთამაშე ალექსანდერ ისაკი აფრიკაში, კერძოდ, ერიტრეაში გაემგზავრა.

ისაკი ადგილობრივ საფეხბურთო სკოლას ეწვია, მოინახულა ბავშვები, რათა საკუთარი ფესვები უკეთ შეეცნო. წლების წინ მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ომის შედეგად განადგურებული ერიტრეა უკეთესი ცხოვრების საძიებლად დაეტოვებინათ.

ისინი შვედეთში, ქალაქ სოლნაში გადასახლდნენ. სწორედ სტოკჰოლმის გარეუბანში დაიბადა ალექსანდერი.

მიუხედავად იმისა, რომ შემტევი შვედეთში გაიზარდა, საკუთარ მშობლიურ ქვეყანას არასოდეს ივიწყებს და საქველმოქმედო საქმიანობას აქტიურად ეწევა.

შეგახსენებთ, ისაკი რამდენიმე დღის წინ "ნიუკასლს" კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხად, 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ
შეუერთდა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ფეხბურთელია, მარა ნიუკასლი სუ გაგიჟდა? 63 მილიონი ისაკი და 9 მილიონი კვარა? ნაპოლი კარგად იხეირებს როგორც შედეგებით ასევე ფინანსურად თავის დროზე... ნიუკასლი კიდე ვერც ვერაფერს მოიგებს და ვერც ამაზე ძვირად გაყიდის, მითუფრო ბევრად ძვირად...
რა მაფიაა
21:16 30-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული