პასიური უკრაინის ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველი ტურის გამოტოვებულ მატჩში უკრაინა გასვლაზე შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა.

ულამაზო და უმომენტო პირველი ტაიმი ლოგიკურად უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა საოცრად პასიურ სტუმრებს დიდი ძალებით შეუტიეს, მეკარე ტრუბინი სამჯერ დაამწუხრეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

B1 ჯგუფში 9 ქულით შოტლანდია გალიდერდა, მეორე ადგილზე 7 ქულით უკრაინაა, 4 ქულით მესამეზე - ჩრდილოეთი ირლანდია, ხოლო მეოთხეზე 3 ქულით - სომხეთი.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - უკრაინა 3:0
გოლები: 1:0 მაკგინი (70), 2:0 დაიკსი (80), 3:0 დაიკსი (87)

არცხდა" style="height: 50px; width: 50px;" />უკრაინამ უეფას მიმართა - არ დაუშვან რუსეთი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
16:00 22-09-2022
0

სიახლეები პოპულარული