საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილი რუსეთის ნაკრები ბოლოს და ბოლოს თამაშს შეძლებს.
მწვრთნელ ვალერი კარპინის ხელმძღვანელობით, რუსეთის ეროვნული გუნდი ბიშკეკში ჩავიდა, სადაც 24 სექტემბერს ამხანაგურ მატჩში ყირგიზეთს დაუპირისპირდება.
სხვათა შორის, რუსები "ზენიტის" ბრაზილიელი შემტევების, მალკომისა და კლაუდინიოს ნატურალიზებას აპირებენ - პირველს რუსეთის ნაკრებში თამაში 2024 წლიდან შეეძლება, მეორეს კი 2026-დან.