
არგენტინელმა ასეთად თანამემამულე ლიონელ მესი მიიჩნია და აღნიშნა, რომ ის უდავოდ ყველა დროის საუკეთესოა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი კითხვა რამდენიმე დღის წინ რონალდინიოსაც დაუსვეს, რომელმაც შემდეგი მიუგო:
"მესი ყველა დროის საუკეთესო? - ამის თქმა რთულია, რადგან ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა. მარადონა და პელე თავიანთ ერაში საუკეთესონი იყვნენ.
არ მიყვარს, როდესაც ასეთ თემებზე ან შედარებაზე მიწევს საუბარი", - ამბობს რონალდინიო.