შინმიუსვლელო სადა ხარ, შენ ხომ რუსეთი გიყვარდა? - ფეხბურთის კავშირის თანამშრომლები დაიკარგნენ

AutoSharing Option
мобилизация - могилизация

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამო, მილიონობით ადამიანი ცდილობს და ბევრი ახერხებს კიდეც საზღვარგარეთ გამგზავრებას. საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" დაახლოებით 20-კილომეტრიანი რიგი დგას, ბევრმა შემოაღწია საქართველოში და თავს უშველა. რუსეთი უკვე აპირებს საზღვართან სამხედრო კომისარიატის მობილური პუნქტის განთავსებას. რუსები ყველა მიმართულებით და საშუალებით გარბიან. უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება არავის არ უნდა. მაგალითად, ყაზახეთში რუსეთის 98 ათასი მოქალაქე შევიდა და პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოკაევმა განაცხადა, რომ ძებნილ დეზერტირებს რუსეთის ფედერაციას გადასცემენ.

იზოლირებული რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ორიოდ დღის წინ ბიშკეკში ჩაფრინდა და
ყირგიზეთის ეროვნულ გუნდს დანილ უტკინის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით ამხანაგურ მატჩში 2:1 ძლივს სძლია. ტელეგრამ-არხი "მუტკო-პროტივი" იტყობინება, რომ რუსეთის ადმინისტრაციული შტაბის რამდენიმე თანამშრომელი უგზოუკვლოდ გაქრა და მოსკოვში არ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჩემპიონატი და საერთოდ სპორტული ღონისძიებები შეიძლება შეჩერდეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეჰ, რა დრო დაუდგა რუსეთს, ახლა მე მგონი თვითონ რუსეთის მთავრობა აკრძალავს სპორტული დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტებს, ვინმე რომ არ დარჩეს იქ. არადა მსგავსი პრობლემა ამ ბოლო პერიოდში მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას ჰქონდა.
გუგა
02:13 28-09-2022
1
აჩიკო არველაძე!!მოკიდე ხელი ლუკა გაგნიძეს და გადაიყვანე რუსეთში,ამ სიტუაციაში რა ეფეხბურთება რუსეთს და გაგნიძეს?!
საქართველო უპირველესად
22:59 27-09-2022
8

სიახლეები პოპულარული