"თუ მას გაუშვებთ, მეც წავალ!" - TMW სანიოლის ულტიმატუმს იხსენებს

AutoSharing Option
იტალიური TMW იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ვილი სანიოლი ფრანგული "ბორდოს" მწვრთნელი გახლდათ.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მაშინ ჟირონდელთა ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, დიეგო როლანის ტრანსფერზე "ფენერბაჰჩეს" 10 მილიონ ევროდ მოელაპარაკა და ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა გარიგება სანიოლმა დაბლოკა.

მან "ბორდოს" ბოსებს პირდაპირ უთხრა, რომ თუ როლანს გაუშვებდნენ, პოსტს თავადაც დატოვებდა.

საბოლოოდ, ურუგვაელი ჟირონდულ გუნდში დარჩა, მაგრამ 2016 წელს კლუბიდან თავად ვილი დაითხოვეს, რის შემდეგაც როლანი ჯერ "მალაგაში" გაანათხოვრეს, მერე კი "დეპორტივოს" მიჰყიდეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მარტლა ცოტა გვყოპნის ცუდია
aron
09:35 14-10-2022
1
კარგი ადამიანია და მენტალურადაც ძლიერი პიროვნებაა როგორც ჩანს, ყოჩაღ სანიოლს შეძლო და ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს გუნდში. ბიჭები იბრძვიან არანაირი თავის დაზოგვა, ტაქტიკურად შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გამართული ფეხბურთი, შეტევა და არანაირი უაზრო დაცვაში ჩაჯდომები. ერთი სიტყვით საამაყოა საქართველოს ნაკრების შედეგი, რისთვისაც მადლობა სანიოლს.
ირაკლი
23:12 13-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული