ეს ყველაფერი ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-10 ტურის მატჩში მოხდა, სადაც კოკჩუს გუნდმა გასვლაზე "ალკმაარს" 3:1 სძლია.
თავად ფეხბურთელმა, რომელმაც შეხვედრაში თავი გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა, მატჩის შემდეგ თავისი ქმედება ასე ახსნა:
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ყველას, განურჩევლად რელიგიისა, წარმომავლობისა თუ პრეფერენციისა.
მჯერა, რომ ყველა თავისუფალია აკეთოს ის, რაც სურს ან გრძნობს. სრულიად მესმის ამ კამპანიის არსის, მაგრამ ჩემი რელიგიური
ამიტომ, არ ვიგრძნობ თავს კომფორტულად, თუ LGBT სამკლავურს გავიკეთებ... შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანში ჩემმა ქმედებამ იმედგაცრუება გამოიწვიოს. ეს არის აბსოლუტურად ჩემი გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ ჩემს გრძნობებსა და რელიგიურ არჩევანსაც პატივს სცემთ", - ამბობს კოკჩუ.
ინფორმაციისთვის, "ფეიენოორდის" მხრიდან კოკჩუს ნაცვლად სამკლავური 30 წლის ავსტრიელ მცველ გერნოტ ტრაუნერს ეკეთა.
ეს ლჭპტ სამკლავურები და ბლექ ლაივზ მეთა სირობები მეორე უკიდურესობაა, მაგრამ რელიგიით აპელირება და მორალისტობაც ტეხავს. უბრალოდ, თქვი , რომ პრინციპის გამო არ გაიკეთებ და მორჩა!