"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" უარი სწორედ ამიტომ ვუთხარი" - ბენზემა "ლიონიდან" წასვლაზე საუბრობს

AutoSharing Option
2022 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა ქარიმ ბენზემამ ჟურნალისტებთან რამდენიმე წლის წინანდელი ისტორია გაიხსენა.

ქარიმის თქმით, "ლიონიდან" კარიერის გაგრძელება "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "ბარსელონაში" შეეძლო, თუმცა მადრიდის "რეალის" გამო ორივე კლუბი უარით გაისტუმრა.

"მახსოვს, მეგობრებთან ერთად ვიყავი, მშობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან ფლორენტინო პერესი მელოდებოდა. მისი დანახვისას უბრალოდ შოკში ჩავვარდი და ძლივს მივესალმე.

იმ პერიოდში რამდენიმე კარგი კლუბი მეპატიჟებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა", "ინტერი", მაგრამ "რეალში" თამაშზე 15 წლიდან ვოცნებობდი. პერ
ესმა ამიხსნა, თუ როგორი მასშტაბური პროექტის განხორციელება სურდა.. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია" - განაცხადა ბენზემამ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი "ბლანკოსს" 2009 წელს "ლიონიდან" 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

altბენზემამ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერას დაასრულებს

alt"დედა, გპირდები, გიყიდი სახლს, ვითამაშებ მადრიდის "რეალში" და "ოქროს ბურთს" მოვიგებ" - ბენზემამ ბოლო პირობაც შეასრულა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული