ინიესტამ გეი ფეხბურთელებს ქამინგაუთისკენ მოუწოდა

AutoSharing Option
ანდრეს ინიესტამ ფეხბურთში არსებულ ჰომოსექსუალიზმზე ისაუბრა და უპასუხა შეკითხვას, ეშინიათ თუ არა გეი ფეხბურთელებს ქამინგაუთის.

"ფეხბურთელმა თავი თავისუფლად უნდა იგრძნოს, რათა ამ ნაბიჯის გადადგმა შეძლოს. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ნაბიჯი წინ გადავდგით. თუ რომელიმე მოთამაშე იტყვის, რომ ის გეია, ვთვლი, საფეხბურთო სამყაროს რეაქცია დადებითი იქნება. რამდენიმე ფეხბურთელმა ეს ნაბიჯი უკვე გადადგა. 

მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის არიან უცნაური აზრების მატარებელი ადამიანები. არამხოლოდ ფეხბურთში, ნებისმიერ სფეროში შეიძლება იყოს ისეთი ხალხი, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულად ფიქრობენ", - უთხრა ინიესტამ The Wild Project-ს. 

38
წლის ნახევარმცველი იაპონური "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს და ჯეი ლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა. 

altინიესტამ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
ხო ზოგი ბუნებით მკვლელი იბადება და ზოგი ბუნებით გარყვნილი პერვერტი , მაგრამ არ უნდა გამოაცხადო ეს ყველაფერი მერე რა მოხდად და ნორმად
3
საოცრად ბნელი და გაუნათლებელია საქართველო. ყველგან, კალთაგადაფარებულშიც, იბადებიან გეები, მოსახლეობის დაახლოვებით 5%.ეს ვინმეს ახირება არ არი. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, (საქართველოში, მაგალითად დაახლოვებით 150 ათასი ადამიანია ასეთი, ჩვენს გვერდით არიან), რა ვქნათ, უბრძანოთ სახლიდან არ გამოვიდნენ. განვითარებული ქვეყნები, ამას იგებენ, ჩამორჩენილები, ჩრდ.კორეა და მისნაირები ცეცხლითა და მახვილით უსწორდებიან მათ
სანდრო(ბოტიჩელი)
23:49 25-10-2022
37
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული