"ლივერპულს" დიდი პრობლემები აქვს - ჯეიმი კარაგერი ყოფილ გუნდზე საუბრობს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, პრემიერლიგის მე-12 ტურში "ლივერპულმა" "ლიდს იუნაიტედს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მერსისაიდელთა ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ჟურნალისტმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ "სქაუზერებს" დიდი პრობლემები აქვთ.

"ლიდსის" გულშემატკივრებმა იციან, თუ რა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს, რადგან "ლივერპულისთვის" "ენფილდზე" დიდი ხანია არავის მოუგია. მერსისაიდელთათვის ეს მხოლოდ მარცხს არ ნიშნავს, მათ სერიოზული პრობლემები აქვთ.

ეჭვგარეშეა, რომ ბოლო 10-15 წუთში "ლიდსი" მეკარემ გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, მაგრამ მთლიანი მატჩის გათვალისწინებით, ისინი გამარჯვებას იმსახურებდნენ, ფანტასტიკურები იყვნენ" - განაცხადა ჯეიმი კარაგერმა.

შეგახსენებთ, "ლივერპული" პრემიერლიგაში 16
ქულით მე-9 ადგილს იკავებს, იურგენ კლოპის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 1-ელ ნოემბერს "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ახსლი სისხლი სჭირდებოდა და ვერ მიირო ისეთი რაც ლივერპულდ ეკუთბნოდა
არა რუსეთს
19:10 31-10-2022
0
ლივერპულს ხვალ ღამე ექნება პრობლემები თამაშის შემდეგ თუ არა და ნახავთ ამიტომ ვურჩევ წინასწარ დალიონ დამაწყნარებელი!!!
ზაზა
20:48 31-10-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული