"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა კრიშტიანო რონალდოს არასახარბიელო ფორმაზე ისაუბრა. ექსმცველის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიელი ნელ-ნელა ათამაშდება.
"სავარაუდოდ, ის ახლა საკუთარ ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნავს. თუ რონალდო 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე წავა, უკან დაბრუნების შემდეგ შემტევი უკეთეს ფორმაში იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო".
შეგახსენებთ, მუნდიალი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. პორტუგალიას ჯგუფში განა, ურუგვაი და სამხრეთი კორეა ჰყავს.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით