"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ხერარდ პიკემ Marca-სთან ინტერვიუში ფეხბურთის წესებზე ისაუბრა.
ვეტერანი ესპანელი მცველის თქმით, სპორტის ეს სახეობა პოპულარული აღარაა, 90 წუთი კი სათამაშოდ ზედმეტად ბევრია.
"უნდა ვეცადოთ, რომ წესები შევცვალოთ. მესმის, რთულია, მაგრამ სპორტის ყველა სახეობაში ასე ხდება.
ჩემი აზრით, 90 წუთი ზედმეტად ბევრია. საჭიროა, შემოვიღოთ ცვლილებები, რომლებიც თამაშს უფრო საინტერესოს გახდის. მაქვს შეგრძნება, რომ ფეხბურთი დღეს პოპულარული აღარაა" - განაცხადა პიკემ.
შეგახსენებთ, ხერარდმა კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა და "კამპ ნოუზე" გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
15:09 10-11-2022
"ფეხბურთი პოპულარული აღარაა, 90 წუთი ბევრია" - პიკეს წესების შეცვლა სურს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
იდიოტიი
1
0
ნაადრევი კლიმაქსი.
7
0
საბანი კარგად დაიფარე ხერარდ
7
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული