"იქნებ რუსული ბინძური ფულით დაიღალა, ევროპული ღირებულებების კაცია..." - რატომ დატოვა სლუცკიმ "რუბინი"?

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიროკოვმა თავისი აზრი დააფიქსირა, თუ რატომ დატოვა "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თანამდებობა. 

"გაუგებარია, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება ახლა, ჩემპიონატის საშემდგომო სესიის დასრულებამდე და პაუზამდე 2 ტური რჩება. ალბათ, იყო იმედი, რომ სეზონის ამ მონაკვეთს უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად გაივლიდნენ.

გარდა ამისა, როგორც ვიცი, სლუცკი ევროპული ღირებულებების მატარებელია და რაც ახლა მსოფლიოში ხდება, მასზე ძალიან მოქმედებს.

ის ყოველთვის მხარს უჭერს ოპოზიციას და უფრო ევროპულ ღირებულებებთან ასოცირდება, ვიდრე რუსულთან. 

იქნებ
დაიღალა იმით, რაც აქ ხდება, დაიღალა ბინძური რუსული ფულით", - თქვა შიროკოვმა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩემპიონატი ახლოვდება, ახალგაზრდულში სასწრაფოდ გამოსასწორებელია მდგომარეობა თორემ მაგრად ჩავფლავდებით, მერე როდის გვექნება ასეთი შანსი აქ ჩატარების
ალეკო
10:14 19-11-2022
2
სხვათაშორის არ არის ცუდი აზრი მისი ჩვენთან დასაქმების.მართალია შიროკოვი,ევროპული ღირებებულების მატარებელია,ჰოლანდიაში და ინგლისში ნამუშევარია.თან არ ზღუდავს ფეხბურთელებს ინდივიდუალიზმში,რაც კარგი ფაქტორია ჩვენ ფეხბურთელებთან მიმართებაში.მაინც ებრაული ტვინი აქვს,რაც ნამდვილად წაადგებოდა ჩვენ გუნდს.
კახა ქ.
23:20 18-11-2022
2

სიახლეები პოპულარული