სად თამაშობს, კატარში? "ოქროს ბურთი" რამდენჯერ მოიგო?!" - საუდის არაბეთისკენ მიმავალ რონალდოს გზად მისი ძველი სკანდალური განცხადება დააწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Marca-ს ინფორმაციით, 37 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის კლუბ "ალ ნასრიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. 

ჟურნალისტებმა ვეტერან ფეხბურთელს 7 წლის წინანდელი ნათქვამი გაუხსენეს, როდესაც ჩავი "ბარსელონადან" კატარში მიდიოდა სათამაშოდ, რონალდოს კი თავად "ოქროს ბურთი" 3-ჯერ ჰქონდა მოგებული.

მაშინ ერნანდესმა Cadena Ser-თან თქვა, რომ კრიშტიანო არაჩვეულებრივი მოთამაშეა, მაგრამ მესი - საუკეთესო და მათი ერთმანეთთან შედარება არც კი შეიძლებოდა.

რა თქმა უნდა, ჩავის ამ კომენტარზე აზრს პორტუგალიელსაც დაეკითხნენ, რომელმაც მაშინ ჟურნალისტებს მიუგო:

"ინტერნეტში ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე მე ვარ. მათ, ვისაც უნდა
გამოჩნდეს წინა გარეკანებზე ან რაიმეს პოპულარიზაცია მოახდინოს, ჩემზე საუბრობენ.

"ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რას ამბობს ჩავი? სად თამაშობს? კატარში ან (სადმე), არ ვიცი. მან ყველაფერი მოიგო, მაგრამ არასდროს მოუგია "ოქროს ბურთი". მე მაქვს სამი. ეს ჩემი პრივილეგიაა, ასე რომ, არ მანაღვლებს, ჩავი რას ამბობს", - თქვა რონალდომ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
"მფრინავ სიკოს" ვინც ჩემ ქართველობაში ეჭვი შეიტანეთ ერთად დამაფრინდით შენც და შენი კრისწინა შე მართლა ჭუჭულას ჭუჭყო
ქართველი
12:26 10-12-2022
6
მოშურნე და მაგინებელი, რონალდოს კი არა თვით მარადონას და პელეს არ აკლია მაგრამ ისე..საკუთარ თავზეა ძალიან შეყვარებული ნარცისი :)
საბა
21:57 09-12-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული