"მინდა საკუთარ თავს ვუთხრა, სინიშა, რამდენი სიცოცხლით გიცხოვრია" - ფრანგმენტი მიხაილოვიჩის ცხოვრებიდან

AutoSharing Option
16 დეკემბერს "მილანისა" და "ბოლონიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა. 2019 წელს სერბმა გამოაცხადა, რომ ლეიკემიით იყო დაავადებული.

სინიშა სხვადასხვა დროს "ინტერში", "ლაციოში", "სამპდორიასა" და "რომაში" გამოდიოდა.

გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს მიხაილოვიჩის ცხოვრებიდან, რომელიც Football's Greatest-მა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა:

"მე ვუკოვარში დავიბადე, ჩემთვის ყველაზე ლამაზ ქალაქში. თუმცა იგი ომის სიმბოლოდ გადაიქცა. იქ 2 წლის წინათ დავბრუნდი. მანამდე 25 წელი არ მენახა, იმ დღიდან, როცა მიწასთან იყო გასწორებული და ორიენტირება მიჭირდა. მხოლოდ შენობათა ჩონჩხები და უადგილო ტრანშეები მოჩანდა. მათ თავზე არ
დაფრინავდნენ ჩიტები, არ დარბოდნენ ძაღლები, არაფერი... ომი ამაზრზენი რამ არის, მაგრამ ძმათამკვლელი, რომელიც ყოფილ იუგოსლავიის ტერიტორიაზე გადავიტანეთ, გამორჩეულად საშიშია მათ შორის, რაც კი შეიძლება ქვეყანას დაატყდეს თავს. მეგობრები ერთმანეთს ესროდნენ, ოჯახები იშლებოდა. ჩემი საუკეთესო მეგობარი იძულებული გახდა ჩემი სახლი გადაეწვა. ჩემი ხორვატი ბიძა, დედაჩემის ძმა, მამაჩემს მოკვლით ემუქრებოდა. თაობები უნდა შეიცვალოს, რომ შევძლოთ იმაში გარკვევა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ეს ყველასათვის გამანადგურებელი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. და იგივე, რასაც ვამბობ, თავისუფლად შეიძლება ხორვატისგან ან ბოსნიელისგან მოისმინოთ. ჩვენ სიგიჟე გამოვიარეთ...

მამაჩემი სატვირთოს მძღოლი იყო, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა. როდესაც ეს მოხდა, მასთან არ გახლდით. ამაზე ყოველდღე ვფიქრობ. ომის მიმდინარეობისას ვეხვეწებოდი საცხოვრებლად იტალიაში გადმოსულიყო, მაგრამ ვერ შეძლო თავისი ქვეყნის დატოვება. მინდოდა საკუთარი თვალით ეხილა, თუ როგორ იზრდებოდნენ მისი შვილიშვილები. ჩემი ოცნება? მას ახდენა არ უწერია, მაგრამ მაინც ვიტყვი: რომ შემეძლოს მამას კიდევ ერთხელ ჩავეხუტებოდი. მეორე მხრივ კი, დედა, რომელიც ისეთივე თვალებით მიყურებს და მაკვირდება, როგორც ოდესღაც, ღრმა ბავშვობაში. იგი იტალიურად ვერ საუბრობს, ხოლო ჩემმა შვილებმა სერბული ენა არ იციან, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა რომში გვსტუმრობს და ვხედავ, თუ როგორი სინაზით შესცქერის მათ, ვხვდები, სიყვარულისთვის სიტყვები ზედმეტია.. ახლა მათ ისე ვიცავ, როგორც ადრე ჩემი გუნდის მეკარეებს ვაზღვევდი, თუმცა უწინდელ ენერგიასა და ენთუზიაზს 20-ჯერ ჩამოვუვარდები. ხანდახან მეჩვენება, რომ 150 წლის ვარ. ახალგაზრდობა სერბეთში, კარიერა და უამრავი ქალაქი, შვილები, გაჭირვება, წარმატებები... მაგრამ ამ ყველაფერთან 2 საშინელი ომი, ჭრილობები და ცრემლი, რომელიც გამოვიარე... დღეს შემიძლია უკან მოვბრუნდე, ჩემს განვლილ გზას გადავხედო და საკუთარ თავს ვუთხრა: "სინიშა, რამდენი სიცოცხლით გიცხოვრია".

წყარო: Football's Greatest

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაი ფეხბურთელი იყო ნაღდად, რაღაცნარი ჯიგრიანი! რო გაყურებინებს თამაშს , აბა დღეს როა ვიღაცეები , გვარები რო გვავიწყდება. ‘მასეთი ფეხბურთელი არ იყო ეს./ ისე სერბებს ბევრს ვიცნობ და არ არიან ცუდი ხახლი, არც დანარჩენები მაგრამ, ალბათ ისეთი სიგიჟე მოხდა მაგათთან რაც ჩვენთან.
Vasili
10:30 18-12-2022
2
კაცს რომ მამა მოენატრება, ყველაზე კაცური ეგ არის :(
მორიელი
21:13 17-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული