ზოგიერთს რატომღაც აღიზიანებს არგენტინის ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის სიდიადე, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული, რასაც ვერანაირი შრომითა და ვარჯიშით ვერ ისწავლი. "ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა დინ სონდერსმა Talksport-თან განმარტა, რატომ თვლის მას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად.
"მე ასე ვფიქრობ. ვიღაცამ მარადონას გამჭოლი გადაცემების ვიდეო გამომიგზავნა და ამან შემახსენა, რომ სხვა პლანეტიდან იყო, მაგრამ მესი - რაღაც სრულიად განსხვავებულია.
ერთ-ერთი ელემენტი, რისი გაკეთებაც ეხერხება, თუმცა ჩვეულებრივ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ, ბურთიანად გარე მხრიდან როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხით მოძრაობაა. როდესაც თქვენ ართმევას ცდილობთ, შეუძლია ბურთის
ტერფით სხვა მხრიდან წაღება დაიწყოს. და ბურთს ისე ახლოს იჭერს, თითქოს ფეხზე ძაფით აქვს გამობმული. საკმარისია მხოლოდ ფეხის ჩადგმა სცადოთ, რომ ის უმალ თქვენ გაგცდებათ.
ერთ-ერთი ელემენტი, რისი გაკეთებაც ეხერხება, თუმცა ჩვეულებრივ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ, ბურთიანად გარე მხრიდან როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხით მოძრაობაა. როდესაც თქვენ ართმევას ცდილობთ, შეუძლია ბურთის
ამასთან ერთად, სიმძიმის დაბალი ცენტრი და მოედნის განმაცვიფრებელი ხედვა აქვს".