"ჩელსიმ" ენცო ფერნანდესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" "ბენფიკას" ნახევარმცველ ენცო ფერნანდესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, არგენტინელს "არისტოკრატთა" რიგებში თამაში სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

თავის მხრივ, "ლურჯები" მზად არიან არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო გადაიხადონ, "ბენფიკა" მოთამაშის შენარჩუნებას სეზონის ბოლომდე ეცდება, თუმცა 21 წლის ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგებაა.

მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა 2022 წლის მუნდიალზე ბრწყინვალედ იასპარეზა, ენცომ "ალბისელესტეს" რიგებში 7 მატჩში იასპარეზა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასის შესრულებაც შეძლო, ასევე ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდის მოთამაშის ჯილდოც დაიმსახურა. 

alt"ჩელსი"

ფერნანდესის 120 მილიონად შეძენას ცდილობს


მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა ახლად გამოჩეკილ ლაწირაკებში, ამხელა თანხების გადახდა, უკვე მეტისმეტია! მარტო ენცოზე არ მაქვს ლაპარაკი, ყველას ეხება!
ზედმეტებეში გადადიან.
16:34 31-12-2022
0
ფეხბურთი გაკოტრდება ასეთ ფასებში.
Რეზო
12:23 02-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული