მარტინესმა მედალს მცველი მიუჩინა - ემილიანომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ჯიშის ძაღლი შეიძინა

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უამრავი გულშემატკივარი აალაპარაკა. "დიბუ" ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს და "ალბისელესტეს" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, თუმცა მისმა ქმედებებმა ფინალის შემდეგ დაჯილდოებაზე და ბუენოს-აირესში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

არგენტინელმა ოჯახისა და ოქროს მედლის დასაცავად, 20 000 ფუნტად შეფასებული ბელგიური ჯიშის ძაღლი შეიძინა, რომელსაც წარსულში აშშ-ის საზღვაო ფლოტები იყენებდნენ.

სახლის დაცვას "ბელგიური მალინოს" ჯიშის ძაღლს "ჩელსის" ყოფილი მცველი ეშლი კოული, "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა, "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისი და კრივში მძიმე წონის მსოფლიოს ჩემპიონი
ტაისონ ფიურიც ანდობენ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altთევზის გამყიდველის ვაჟის სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ემილიანო მარტინესის ცხოვრება

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰოო, მაგ არარაობას დაცვა დასჭირდება, რა თქმა უნდა...
ლევანი
17:34 02-01-2023
7
ბევრი იდიოტი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ეს განსაკუთრებულია
მამუკა
21:56 03-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული