შეხვედრის მე-19 წუთზე "ლივერპულის" მცველმა იბუ კონატემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დაწინაურების შემდეგ "ბრენტფორდმა" შეტევები განაგრძო. 39-ე წუთზე იოან ვისამ გაიტანა, თუმცა გოლი გაუქმდა. 3 წუთში ფრანგმა ისევ გაიტანა და "ფუტკრებმა" პირველი ნახევარი 2:0 მოიგო.
მეორე ტაიმში კლოპის გუნდი გააქტიურდა. დარვინ ნუნიესმა 48-ე წუთზე ბურთი კარის ჩარჩოში მოათავსა, თუმცა, VAR-ის გადაწყვეტილებით, გოლი გაუქმდა. ტრენტ ალექსანდრე-არნოლდის ბრწყინვალე პასით ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა სხვაობა შეამცირა.
84-ე წუთზე "ბრენტფორდის" შემტევმა ბრაიან მბუემომ კი მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამგვარად, "ფუტკრები" 26 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. ტომას ფრანკის გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 7 იანვარს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლივერპული" 28 ქულით გათამაშებაში მე-5 ადგილს იკავებს. "სქაუზერები" 8 იანვარს "ვულვზს" დაუპირისპირდება.
ინგლისში საკლუბო ფეხბურთი ბევრი გოლით დაბრუნდა - თასზე"სიტიმ" "ლივერპული" დაამარცხა [VIDEO]