58 წლის ასაკში ლეგენდარული ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი და შემდეგ უკვე მწვრთნელი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას 2017 წელს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. თავდაპირველად, ვიალი განიკურნა, თუმცა შემდეგ ავადმყოფობა დაბრუნდა, რომელიც უკვე ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალებით დასრულდა. 

ვიალის უთამაშია "კრემონეზეში", "სამპდორიაში", "იუვენტუსსა" და "ჩელსიში". ის წარსულში "ჩელსის" დამრიგებელი იყო, ბოლოს კი იტალიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ასისტენტი გახლდათ, ეს პოსტი კი 2022 წლის დეკემბერში დატოვა და უნდოდა, რომ მთელი დრო ჯანმრთელობისთვის დაეთმო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
უფალმა აცხონოს!
ვახო...
18:14 06-01-2023
1
ღმერთმა-აცხონოს!!!
agmsarebeli
18:14 06-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული