იოშკო გვარდიოლზე ტაციაობაა

AutoSharing Option
"ლაიფციგისა" და ხორვატიის ნაკრების 20 წლის მცველ იოშკო გვარდიოლის სამსახურით "რეალი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებული.

2024 წლის ზაფხულიდან გვარდიოლის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 110 მილიონი ევრო გახდება.

ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, რომ "ჩელსი" მზადაა ტრანსფერში 80 მილიონი გადაიხადოს, ხოლო "რეალმა" 90 მილიონი, მაგრამ გერმანული კლუბი ამ ფასად არ შეელევა.

"ჩელსიმ" გვარდიოლს სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონი, "რეალმა" კი 6 მილიონი შესთავაზა. თუმცა თავად ფეხბურთელს "სამეფო გუნდში" გადასვლა უნდა და თანახმაა შედარებით ნაკლებ ანაზღაურებაზე დათანახმდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული