"ნაპოლი" თუ "იუვე"? ორივე გუნდი ძალიან მიყვარს, მაგრამ..." - კანავარომ ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
ხვალ, 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ამჟამად "ბენევენტოს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ ყოფილი გუნდების შესახებ ისაუბრა. იტალიელი 1991/95 წლებში "ნაპოლის", ხოლო 2004/2006, 2009/10 წლების სეზონში "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.

ფაბიოს თქმით, ხვალ იგი "პარტენოპეის" უგულშემატკივრებს.

"დღესდღეობით "ნაპოლი" ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ჩემი აზრით, ხვალინდელ დაპირისპირებაში საშინაო მოედანზე თამაში, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

"იუვენტუსში" თამაშისას გამარჯვება ვისწავლე, მაგრამ ნეაპოლი ჩემი ქალაქია და ყოველთვის მათ ვგულშემატკივრობ" - განაცხადა 2006
წლის "ოქროს ბურთისა" და მუნდიალის გამარჯვებულმა.

altსპალეტი "იუვენტუსთან" მატჩამდე ხვიჩას პირადად გაესაუბრება - რის თქმას აპირებს "ნაპოლის" მწვრთნელი კვარაცხელიასთვის

მკითხველის კომენტარები / 1 /
Ნუგო
15:04 13-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული