უკრაინელი ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდში გადასასვლელად ემზადება

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველი ვიკტორ ციგანკოვი შეიძლება მალე პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს.

SportArena-ს ცნობით, ციგანკოვის სამსახურით "ბრენტფორდი" და "ნოტინგემ ფორესტი" არიან დაინტერესებული, რომლებმაც უკრაინულ კლუბს ადრე უკვე მიმართეს წინადადებით.

ციგანკოვს "დინამოსთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გუნდთან ერთად შეკრებაზე კი არ იმყოფება, არამედ ინდივიდუალურად საზღვარგარეთ ემზადება, რაც სავარაუდოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ტრანსფერისთვის ემზადება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციგანკოვის შეძენას "ანდერლეხტი" აპირებდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული