"ნაპოლის" რაღაც აკლია" - დელ პიერომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (5:1) მატჩი შეაფასა. Sky Sports-თან ინტერვიუში იტალიელმა განაცხადა, რომ "ბებერი ქალბატონი" იტალიაში კვლავ პირველი გუნდია.

"ნაპოლიმ" დროთა განმავლობაში სახელოვანი სპეციალისტები გამოიცვალა: კარლო ანჩელოტი, ჯენარო გატუზო, რაფაელ ბენიტესი... გარკვეულ წარმატებას სამივე მათგანმა მიაღწია, თუმცა მათი მისამართით ყოველთვის უკმაყოფილება იყო, რადგან ქომაგები მეტს ითხოვდნენ. სპალეტის გუნდმა "იუვესთან" გამარჯვებით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ "პარტენოპეის" რაღაც აკლია.

მათთვის მთავარი გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იქნება. საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან ნეაპოლელები ორ ფრონტზე ბრძოლას.

"ნაპოლის"
თამაშების ყურება ნამდვილად სასიამოვნოა. ოსიმენს მუდამ გოლის გატანა სურს და მზადაა გუნდს ნებისმიერ მომენტში დაეხმაროს.

არ ვფიქრობ, რომ ალეგრიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს. რა თქმა უნდა, "ბიანკონერის" მისამართით ბევრი კითხვებია, მაგრამ ყოველ კვირას "პარტენოპეისთან" თამაში არ მოგვიწევს. როდესაც "ნაპოლი" კარგად თამაშობს, აუცილებლად ბევრ გოლს გაუშვებ.

სპალეტის გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვები, თუმცა ამ ჩემპიონატში საუკეთესო გუნდი "იუვენტუსია", "ბებერმა ქალბატონმა" ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყოს" - განაცხადა დელ პიერომ.

"ნაპოლი" 47 ქულით ლიდერია და "იუვე" 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს "კრემონეზესთან" ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "სალერნიტანას" დაუპირისპირდება.

"იუვენტუსი" 37 ქულით გათამაშებაში მე-3 ადგილს იკავებს. "ბიანკონერი" 20 იანვარს "მონცას" უმასპინძლებს.

altკვარაცხელია სკუდეტოსა და ნეაპოლის "ახალი მარადონობისაკენ"!..

altდატოვებს სპალეტი "ნაპოლის"? - დე ლაურენტისმა სასწრაფოდ მოლაპარაკება წამოიწყო

altარიგო საკი: "კვარას" გოლზე ისე დავიყვირე, ჩემს მეუღლეს შეეშინდა - "ნაპოლი" შოუა

მკითხველის კომენტარები / 23 /
კი რა თქმა უნდა იუვეა საუკეთესო და ნაპოლისთან იმოტომ გაუშვა 5 ბურთი. სეზონის ბოლოსაც შემთხვევით აღმოჩდება ნაპოლიზე ბევრად უკან როგორც სერია A-ში ასევე ლიგიდან დაფრენილ იუვეზე. ნაპოლის რაც აკლია სკუდეტოა და სეზონის ბოლოს ამასაც აიღებს.
G.LA
16 იანვარი 2023 11:30
0
მესმის შენი გუნდის სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ
baggio
16 იანვარი 2023 11:23
0
აბა რა გეგონათ სხვას რას იტყოდა იუვეზე?? ჩემი ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელია და მაგან შემაყვარა იუვე. ბევრი კომენტარი იყო იუვეს გულშემატკივრები სექტანტები არიანო და ასე შემდეგ. ასე ნამდვილად არაა. ნაპოლის და ხვიჩას მთელი გულით ვგულშემატკივრობდი იუვესთან, ცხოვრებაში პირველად. ჯერ ჩვენიანი და მერე სხვები.
აკო
16 იანვარი 2023 13:49
0
ნაპოლის თუ მხოლოდ რაღაც აკლია, ეს ძალიან კარგია, რადგან სხვებს ერთი დუჟინი რაღაც აკლიათ.
ჟორა გაბრიჭიძე
16 იანვარი 2023 13:29
1
ნაპოლის თუ რაღაც აკლია მაშინ იუვეს რამე გააჩნია?
ქომაგი
16 იანვარი 2023 19:51
2
კი გააჩნია და ეს მისი ტიტულებია
gio9
18 იანვარი 2023 01:18
1
ნაპოლი დღეს ბევრად უკეთესია და თუ კარგად თამაშობს,აუცილებლად ბევრ გოლს გაგიტანსო...!ამით ყველაფერი გასაგებია,მაგრამ იუვენტუსი,მისი ცხოვრების გუნდი და სიყვარულია. სულაც არ მიკვირს,მსოფლიოს ყველა გუნდს რომ ამჯობინებს.პირიქით,ასეც უნდა იყოს!ფანატობა სწორედ ეს არის და არა მოწინააღმდეგეების გინება,ან ქვების სროლა!
სოსო
16 იანვარი 2023 12:58
1
ამ მამაცხონებულის ნათქვამმა გამახსენა რუსი საფეხბურთო ფუნქციონერის კოლოსკოვის ნათქვამი: "მიხაილ მესხი ლუჩში კრაინი ნაპადაიუშჩი ვ მირე, ნო დლია მენია ლუჩში ეტო გალიმზიან ხუსაინოვ, კოტორიი ვიპოლნიაეტ ვსე ზადანიი ტრენერა" - ცნობილია, რომ ჰუსაინოვი სინაზე გაბმული ეზოს ძაღლივით დარბოდა წინ და უკან!
ვაჟა მასწავლებელი
16 იანვარი 2023 16:02
4
დელ პიერო სხვანაირად არც იტყოდა,ნაპოლიზეც გასაგებად თქვა "როცა ნაპოლი კარგად თამაშობს ბევრ გოლს გაუშვებ"-ო
ბენდელა
16 იანვარი 2023 12:23
0
შენ თვითონ გაკლია რაღაც, თუნდაც ობიექტურობა.
რრრ
16 იანვარი 2023 19:53
2
დელ პიეროზე შენს დაწერილს ასე დავაკორექტირებდი: "შენ თვითონ გაკლია რაღაც, ალბათ ჭკუა"
რრრ-s
17 იანვარი 2023 00:01
3
რა თქმა უნდა, შენს საყვარელ გუნდს გვერდში უნდა დაუდგე, გაამხნეო. უბრალოდ ცოტა ძნელია ამის გაკეთება 5-1 ის შემდეგ
rigiti
16 იანვარი 2023 12:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული