![](https://sportall.ge/pictures/image5/e921dab9443f085617df25457b1b5998.jpg)
37 წლის ფეხბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე თბილისის დროით 21:30 საათზე "ალ-ეტიფაქს" დაუპირისპირდება.
"მთელი მსოფლიო ელოდება. ყველას ყურადღება "ალ-ნასრისკენაა". დღეს კრიშტიანოს დებიუტი შედგება", - დაწერა საუდის არაბეთის კლუბმა სოციალურ ქსელში.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის დაწყებიდან 14 ტურია გასული. რონალდოს "ალ-ნასრი" ლიდერ "ალ-იტიჰადს" 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა მასზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.