პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად პორტუგალიის ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ფერნანდუ სანტუში დანიშნეს.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი ჩესლავ მიხნევიჩი გადააყენეს, მის შემცვლელად სტივენ ჯერარდისა და ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურები განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი 68 წლის სანტუშზე შეაჩერეს.
სანტუში 8 წელი ედგა პორტუგალიის ნაკრებს სათავეში, იქამდე კი "პორტუს", "სპორტინგს", "ბენფიკასა" და საბერძნეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა.