ჯერარდი შეიძლება პოლონეთის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, "ლივერპულის" ლეგენდა სტივენ ჯერარდი შეიძლება პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნონ.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და ჯერარდი შეთავაზებაზე ფიქრობს.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პოლონეთის ეროვნული გუნდის თავკაცი ჩესლავ მიხნევიჩი გადააყენეს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის შემცვლელად ანდრეი შევჩენკო განიხილებოდა.

ჯერარდი ადრე "რეინჯერსსა" და "ასტონ ვილას" წვრთნიდა. მან ბირმინგემული კლუბი 2022 წლის ოქტომბერში დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული