"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დიდხანს დარჩება" - ხავიმ დემბელეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა უსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ფრანგი "ბარსასთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და "ბლაუგრანას" მისი შენარჩუნება დიდი ხნით სურს.

"ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, დღესდღეობით რთულია იპოვო ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ერთი-ერთზე მეტოქის მოტყუების არ ეშინია.

მას შემდეგ, რაც აქ ვიმყოფები, უსმანი ბრწყინვალედ თამაშობს, იმედი მაქვს, დემბელე "ბარსელონაში" დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს" - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, 25 წლის გარემარბს "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება. დემბელემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 27 მატჩი გამართა, თავი კი 8
გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

altუსმან დემბელე "ბარსელონას" არ დატოვებს

altუსმან დემბელეს "დიდი მადა" აქვს და სავარაუდოდ "ბარსას" დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული