10 გოლი და ფრე - "უტრეხტისა" და "ალკმაარის" სუპერშედეგიანი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 29 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-19 ტურში, "ალკმაარმა" "უტრეხტს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 5:5 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობიდან ბერძენმა ფორვარდებმა ვანგელის პავლიდისმა (ალკმაარი) და ანასტასიოს დუვიკასმა (უტრეხტი) სამ-სამი გოლი გაიტანეს. ამის გარდა, დუვიკასმა 2 საგოლე პასიც მიითვალა.

19 ტურის შემდეგ "ალკმაარი" 40 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს 4 თებერვალს "ვოლენდამის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"უტრეხტი" 30 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, იმავე 4 თებერვალს კი "ჰერენვენს" უმასპინძლებს.

გოლები გაიტანეს: 0:1 ანასტასიოს დუვიკასი (12), 0:2 ანასტასიოს დუვიკასი (16), 1:2 მაქსიმ დეკერი (20),
2:2 ვანგელის პავლიდისი (31), 3:2 ვანგელის პავლიდისი (34), 3:3 ნიკ ვიეგევერი (41), 3:4 ანასტასიოს დუვიკასი (65), 4:4 მეს დე ვიტი (70), 5:4 ვანგელის პავლიდისი (78), 5:5 სანდერ ვან დე სტრეკი (80)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული