"პარი სენ ჟერმენს" ჰაკიმ ზიეშის დამატება სურს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" ჰაკიმ ზიეშით დაინტერესდა. თავად მაროკოელს სათამაშო დროის ნაკლებობის გამო "ჩელსის" დატოვება სურს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. წყაროს ცნობით, პარიზელები ზიეშის იჯარით დამატებას ცდილობენ.

ჰაკიმი "ჩელსის" 2020 წელს "აიაქსიდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ჯამში "ლურჯების" მაისურით 98 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 11 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altნიდერლანდური მედია ჩაკვეტაძეს "აიაქსში" ზიეშის შემცვლელად განიხილავს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათ ვინც გინდა დაუმატე ლიგა 1-ს ვერ გაცდებიან როგორც ჩანს.
G.LA
10:27 31-01-2023
0

სიახლეები პოპულარული