სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი "ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი, 39 წლის დანი ალვეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ოთხიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დანი ალვეშს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრეს, ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელი უდანაშაულოა და საჭირო მტკიცებულებები წარადგინეს.
ალვეში ადასტურებს, რომ გოგონასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მაგრამ ეს ორმხრივი შეთანხმებით მოხდა და ძალადობას უარყოფს.
El Periódico ადვოკატების მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზე წერს, რომ ღამის კლუბის ვიდეოჩანაწერებზე შემდეგი დაფიქსირდა: გოგონა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, დაწესებულებაში 03:20 საათზე ბიძაშვილთან და მეგობართან
ერთად მივიდა. ის დანისთან მხიარულობდა, რომელიც 03:44 საათზე ტუალეტში მარტო გავიდა, ორი წუთის შემდეგ კი "მსხვერპლი" თვითონ ეახლა ტუალეტში. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მსხვერპლი თავად ფეხბურთელია.
სასამართლოში გოგონამ განაცხადა, რომ დანიმ სთხოვა, უკან გაჰყოლოდა და არ იცოდა, რომ ადგილი, სადაც შეიპატიჟა, ტუალეტი იყო, მოძალადეს აქტიურად უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ თავის დაცვა ვერ შეძლო. ადვოკატების თქმით, დარბაზში ყველამ იცოდა, რატომ შევიდნენ დანი ალვეში და გოგონა ტუალეტში და ყველაფერი ეს მომჩივანის მიცემულ ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
El Periódico ადვოკატების მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზე წერს, რომ ღამის კლუბის ვიდეოჩანაწერებზე შემდეგი დაფიქსირდა: გოგონა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, დაწესებულებაში 03:20 საათზე ბიძაშვილთან და მეგობართან
სასამართლოში გოგონამ განაცხადა, რომ დანიმ სთხოვა, უკან გაჰყოლოდა და არ იცოდა, რომ ადგილი, სადაც შეიპატიჟა, ტუალეტი იყო, მოძალადეს აქტიურად უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ თავის დაცვა ვერ შეძლო. ადვოკატების თქმით, დარბაზში ყველამ იცოდა, რატომ შევიდნენ დანი ალვეში და გოგონა ტუალეტში და ყველაფერი ეს მომჩივანის მიცემულ ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
თავად დანი ამბობს, რომ სახლი 15 წლის ასაკში დატოვა, ცხოვრებაში რთულ სიტუაციებს გაუმკლავდა, ეს კიდევ ერთი ასეთია, ამასაც გადალახავს და არაფრის არ ეშინია. ის ციხეში ფეხბურთს თამაშობს, მხიარულობს და თავს მხნედ გრძნობს.
არავის ადვოკატი არ ვარ რათქმაუნდა არაფერია გამორიცხული, უბრალოდ მარტო იმის თქმა, რომ იძალადა ჩემზეო არაფერს უნდა ნიშნავდეს თუ სხვა ფაქტები არ არსებობს.