"ახლა რუსეთში სამუშაოდ არანაირი ფულის სანაცვლოდ არ წავალ. ამჟამად თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა არ მსურს.
ჩეხეთში ბევრი ნეგატივია, მიჭირს ამ სიტუაციასთან შერიგება. რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს, მათი ნახვა მინდა. შესაძლოა, მომავალში ჩამოვიდე, მაგრამ ახლა არავითარ შემთხვევაში", - ამბობს პეტრჟელა.
ჩეხი მწვრთნელი "ზენიტში" 2003 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით სანქტ-პეტერბურგის გუნდმა რუსეთის ჩემპიონატში ვერცხლის მედლები მოიპოვა, ასევე, პრემიერლიგის თასი მოიგო.