პეტრჟელა: რუსეთში არანაირი თანხის სანაცვლოდ არ ვიმუშავებ

AutoSharing Option
"ზენიტის" ყოფილმა მწვრთნელმა, ჩეხმა ვლადისლავ პეტრჟელამ,  RB Sport-ს უთხრა, რომ რუსეთში არანაირი ფულის სანაცვლოდ არ იმუშავებს.

"ახლა რუსეთში სამუშაოდ არანაირი ფულის სანაცვლოდ არ წავალ. ამჟამად თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა არ მსურს.

ჩეხეთში ბევრი ნეგატივია, მიჭირს ამ სიტუაციასთან შერიგება. რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს, მათი ნახვა მინდა. შესაძლოა, მომავალში ჩამოვიდე, მაგრამ ახლა არავითარ შემთხვევაში", - ამბობს პეტრჟელა.

ჩეხი მწვრთნელი "ზენიტში" 2003 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით სანქტ-პეტერბურგის გუნდმა რუსეთის ჩემპიონატში ვერცხლის მედლები მოიპოვა, ასევე, პრემიერლიგის თასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Aravin ar shetavaza kortrakti tu ara ise gaikceva es ludomani rogirc 2×2i4ia,akebs rusebs kokorini yvelaze magari talantia mistvis zeniti yvelaze magari gundi:)))
L.J .
16:01 03-02-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული