"მალათიასპორის" მეკარეს და ლობჟანიძის თანაგუნდელს ნანგრევებში ეძებენ - თურქეთში მიწისძვრის შემდეგ კატასტროფული სიტუაციაა

AutoSharing Option
თურქეთში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შედეგად ამ მომენტისთვის 912 ადამიანი დაიღუპა, 5 385 კი დაშავდა. Gazete Duvar-ის ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყვა "მალათიასპორის" მეკარე თურქასლანი, რომლის მეუღლე გადაარჩინეს, ხოლო თავად ფეხბურთელის მოძებნა ჯერ ვერ მოახერხეს.

კლუბის პრესსამსახურმა თურქასლანის სურათი გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: "ვლოცულობთ შენთვის".

სავარაუდოდ, ნანგრევებში ასევე მოყოლილია "ჰათაისპორში" საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი, განელი ლეგიონერი კრისტიან ატსუ და კლუბის სპორტული დირექტორი თანერ სავუტი. ნანგრევებიდან ამოიყვანეს ამავე გუნდის სამი ფეხბურთელი - ბურაკ ოკსიუზი, ბერგუტ ილდირიმი და კერიმ ალიჯი, აგრეთვე, სამწვრთნელო შტაბის წევრები ეკრემ ეკშიოღლუ და
ოსმან ატეში. საბედნიეროდ ლობჟანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებშია მოყოლილი საფეხბურთო გუნდი "მირასპორი".

თურქეთში საშიშროების უმაღლესი დონეა გამოცხადებული და ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მტერსაც არ ვუსურვებ,ასეთ უბედურებას!ვისაც რაჭის მიწისძვრის დროს,ჩვენი,ხოლო სომხეთის მიწისძვრის დროს,ჩვენი მეზობელი სომხების სულიერი მდგომარეობა ახსოვს,ისინი,კარგად გაიგებენ,ამ საშინელების მნახველთა გრძნობებს.ვიზიარებ,გარდაცვლილების გამო მათ მწუხარებას და გადარჩენას ვუსურვებ,ყველა დაშავებულს და ნანგრევებში მოყოლილს.
სოსო
20:08 06-02-2023
0
ღმერთო შენ დაიფარე ყველა გაჭირვებული
მეგრელი
19:30 06-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული