"ჰათაისპორის" შემდეგ თურქეთის სუპერ ლიგას კიდევ ერთი გუნდი მოეხსნა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "გაზიანთეპმა თურქეთის სუპერ ლიგიდან გასვლის გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა. მიზეზი ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებია.

კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გუნდი სუპერლიგის მატჩებს ვერ უმასპინძლებს. მიწისძვრამ თურქეთის 20 000-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატს მანამდე საბა ლობჟანიძის "ჰათაისპორი" მოეხსნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული