"სპალეტის ამის გაგონებაც კი არ სურდა" - რას იხსენებს რაფა ბენიტესი ლუჩანოს შესახებ

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "პარტენოპეის" ამჟამინდელი დამრიგებლის, ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, 63 წლის სპეციალისტი გუნდს ყველა მატჩში ბოლომდე დახარჯვას სთხოვს და მუდამ გამარჯვების მოპოვებაზეა კონცენტრირებული.

"ნაპოლი" მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. ისინი თავდაჯერებული არიან, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. ფიზიკურადაც და მენტალურადაც მოწოდების სიმაღლეზე არიან. "პარტენოპეის" შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. არ ვამბობ, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, მაგრამ ამისთვის აუცილებლად იბრძოლებენ.

ნოემბრის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულისა" და "ნაპოლის" გასამართი მატჩის წინ სასტუმროში ლუჩანო სპალეტის შევხვდი.
მე მას ვუთხარი, რომ ისინი მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოიგებდნენ. ლუჩანოს ამის გაგონებაც არ სურდა, რადგან ფიქრობს, რომ ჯერ საქმე დასრულებული არ არის" - განაცხადა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 62 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ინტერს" კი 15 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

altსპალეტი: "სასუოლო" "კვარას" წყალობით დავამარცხეთ

alt"სპალეტის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი

altრა რეაქცია ჰქონდა სპალეტის "კვარას" ზღაპრულ გოლზე?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული