"რონალდოსთან სექსი მქონდა, მაქვს ვიდეო, სადაც..." - ჩავესმა ახალი სკანდალური ფაქტი გაამხილა

AutoSharing Option
2015 წელს ჩილელმა მოდელმა დანიელა ჩავესმა თქვა, რომ მაშინ მადრიდის "რეალის" ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოსთან სექსი ჰქონდა.

იმხანად პორტუგალიელი ირინა შეიკს ხვდებოდა, ჩავესმა კი შემდეგი თქვა:

"რონალდოს გასული წლის ნოემბერში აშშ-ში შევხვდი. იქ სამსახურის გამო ვიმყოფებოდი. აქამდე მასთან მიმოწერა სკაიპით და ელექტრონული ფოსტით მქონდა.

თავიდან ის მორცხვი იყო, მაგრამ შემდეგ თავდაჯერებული გახდა. მას ვუყვარდი, მაგრამ ცდილობდა, ეს არ გაემჟღავნებინა.

მე, უბრალოდ, ოცნების ასრულება მინდოდა. ჩემი ოცნება კი რონალდოსთან სექსი იყო. მისი სხეული მომწონდა, ხოლო მას - ჩემი სახე, მკერდი და ის
ფაქტი, რომ Playboy-ს მოდელთან არასდროს ჰქონია სექსი", - თქვა ჩავესმა.

8 წლის შემდეგ კი ჩავესმა გაამხილა, რომ კრიშტიანოსთან ერთად გადაღებული ვიდეო აქვს, სადაც ისინი სრულიად შიშვლები არიან. როგორც მოდელი ამბობს, დაიღალა ამდენი შევიწროებითა და ტროლებით, ახლა კი რეალურად მომხდარს მოჰყვება.

"თუ თქვენ გაქვთ სექსი ადამიანთან, რომელიც არ არის თქვენი პარტნიორი, მაგრამ აქვს თავისუფალი შეხედულებები და არ საჭიროებს ვალდებულებას, შეიძლება ეს ჩაითვალოს ღალატად? - თუ ასეა, მე და კრიშტიანო მოღალატეები ვიყავით? - ჩვენ მხოლოდ სექსი გვქონდა - სექსი ვალდებულებების გარეშეც არსებობს", - ამბობს ჩავესი.

მოდელმა აღნიშნა, რომ თავისი სიტყვების დამადასტურებელი ვიდეო აქვს, რომელსაც ფეხბურთელის კონფიდენციალურობის პატივისცემის გამო არ ატვირთავს. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ლიონელ მესი ასევე ღალატობდა მეუღლეს, ანტონელა როკუცოს.

"ყოველთვის ვცდილობდი ამის დამალვას, მაგრამ აღარ შემიძლია. ვიცნობ გოგონას, რომელიც არგენტინელ ფეხბურთელს, ძალიან ცნობილ მე-10 ნომერს ხვდებოდა. ჩემი მხრივ კი მაქვს ვიდეო, სადაც რონალდოსთან ერთად სრულიად შიშვლელი ვარ. არ შემიძლია ამის გასაჯაროება, რადგან მას პირადი ცხოვრება აქვს", - თქვა ჩავესმა.

altPlayboy-ს მოდელმა კრიშტიანო რონალდოსთან სექსის ოცნება აიხდინა [VIDEO+PHOTO]

altრონალდოზე შეყვარებულმა ჩილელმა მოდელმა თავისი ეროტიკული ფანტაზიები აღწერა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
აემ სოციალურმა ქსელებმა და ჯანდაბებმა სულ გადაიღეს ეს გოგოები. მეტი არაფერზე აღარ ფიქრობენ, სად გამოაჩინონ თავისი ძუძუები და ვინ ვისთან დაწვეს. აეგ არი თქვენი ევროპაი. შემოვიდა ათასი უბედურებაი აქა
ნათელა წარიაშვილი
09:56 02-03-2023
5
ეს ქალი დასაჭერი არ არის? კაცი რომ იყვეს, ალბათ, ულაპარაკოდ გასკვანჩავდნენ.
საზოგადოება-ვ!
09:32 02-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული