ახალი რეკორდი - ევროპულ ტურნირებზე ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი ვიხილეთ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, სადაც "ბასაქშეჰირმა" "გენტს" უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა, ისტორიული ფაქტი ვიხილეთ.

სტუმართა ფორვარდმა გიფტ ორბანმა 3-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა, რაც ევროპულ ტურნირებზე რეკორდული მაჩვენებელია. მან მეტოქის კარი 31-ე, 32-ე და 34-ე წუთებზე აიღო.

ინფორმაციისთვის, წყვილის პირველი შეხვედრა 1:1 იყო დასრულებული. შედეგად, "გენტმა" 5:2 იმარჯვა და მეოთხედფინალში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული